რადიკალურ ოპოზიციაში ქაოსმა ახალ სიმაღლეს მიაღწია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნომინალური ლიდერი, ნიკა მელია ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს ბოკერიას, უგულავასა და კეზერაშვილს. ამ უკანასკნელზე კი მელია ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას, ყაჩაღობითა და ქურდობით იშოვა მილიონები, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე და სოციალურ ქსელში აზიარებს ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც დავით კეზერაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვილ ქონებაზე საუბრობს.
როგორც ანალიტიკოსი წერს, რადიკალურ ოპოზიციაში ქაოსმა ახალ სიმაღლეს მიაღწია.
,,რადიკალურ ოპოზიციაში ქაოსმა ახალ სიმაღლეს მიაღწია. “ნაციონალური მოძრაობის” ნომინალური ლიდერი, ნიკა მელია ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს ბოკერიას, უგულავასა და კეზერაშვილს. ამ უკანასკნელზე კი მელია ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას, ყაჩაღობითა და ქურდობით იშოვა მილიონები.
თავის მხრივ, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა.
იქეთ სექტის “ყოვლისმცოდნე ანალიტიკოსი” ელისო კილაძე კეზერაშვილს ამუნათებს. ჩერგოლეიშვილსა და “ნაცების” პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით დარჩიაშვილს შორის სოცქსელური კინკლაობაა დილიდან…
საკითხავია, კიდევ ვინმეს სჯერა, რომ ამ დესტრუქციულ ოპოზიციურ სეგმენტთან რაიმე ტიპის შერიგება ოდესმე მოხდება?’’, – წერს გია აბაშიძე facebook – ზე.