პრორუსული ძალების მიერ სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო-ს წარმომადგენლები დარჩნენ უკრაინაში.
„მათი მონიტორინგული საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა დარღვევის აღრიცხვისთვის“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.
კომენტარები