ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ტურნირის ფინალში ფრანგ პრიშილა გნეტოს შეხვდა და მსაჯის გადაწყვეტილებით, შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 13 წამით ადრე ყვითელი ბარათებით დამარცხდა.
ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კომენტარები