ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფაქტები და ფაქტები ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამბობს, გამოჰყავს ჯარები საზღვრიდან, ეს არ მომხდარა. საპირისპიროდ ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები საზღვრისკენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში დიდი სიფრთხილეა საჭირო.
„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ დიალოგისთვის, მაგრამ გვახსოვს წარსული. თქვენ ახსენეთ 2014 წელი, სხვამ შეიძლება, გაიხსენოს 2008 წელი საქართველოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფაქტები და ფაქტები ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამბობს, გამოჰყავს ჯარები საზღვრიდან, ეს არ მომხდარა. საპირისპიროდ ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები საზღვრისკენ.
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიძლიერის დიდი წყარო რაც გვაქვს, არის სოლიდარობა. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინისთვის სიურპრიზი იქნება ეს სოლიდარობა. ვიდრე ჩვენ ასე სოლიდარული ვიქნებით, შევძლებთ, ვუპასუხოთ ნებისმიერ გზას, რასაც პრეზიდენტი პუტინი აირჩევს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.