გივი მიქანაძის თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გადადგმული, მაქსიმალურად კოორდინირებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კონკრეტული აქტივობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგას.
„რუსეთის ფედერაციამ სრული იგნორირება მოახდინა საერთაშორისო სამართლის დადგენილი ნორმების და კონკრეტული ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა მოახდინა. ეს არის ერთი- ერთში ის სცენარი, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელდა. საქართველოს პირველმა პირებმა მყისიერად გააკეთეს განცხადებები და დაგმეს ეს ამ რეგიონების „აღიარება“.
რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებულ საკითხს, ამის განხილვა უნდა მოხდეს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთობლივი კოორდინაციით გამომდინარე საჭიროებიდან, მაგრამ აღნიშნული საკითხი როგორც სხვა ყველა სხვა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გადადგმული, მაქსიმალურად კოორდინირებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. კონკრეტული აქტივობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგას,”- განაცხადა გივი მიქანაძემ.
