„ქართული ოცნების“ სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს. პარტია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, – განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთდა.
მმართველი გუნდი 9 თებერვლის საკრებულოს სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს, რადგან, პარტიის წევრების თქმით, საკრებულო კვორუმის გარეშე შეიკრიბა და კანონმდებლობის დარღვევით მიიღეს გადაწყვეტილება სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადარჩევისა, ასევე „გახარია – საქართველოსთვის“ 1 წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
მმართველი გუნდის შეფასებით, აღნიშნული უპრეცედენტო შემთხვევა და კანონის უხეში დარღვევაა. მათივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ალიანსი სენაკშიც გრძელდება, რასაც ისინი ემიჯნებიან და, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს სხდომებს, რომლებსაც არალეგიტიმურს უწოდებენ, არ დაესწრებიან.
საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. 33-წევრიან საკრებულოში 16 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, 16 ენმ-ს, ხოლო გახარიას პარტიას – 3 მანდატი.