ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის საკითხზე ევროკავშირის საგანგებო სამიტი მოიწვია, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება.
„საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენებასა და იძულებას ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში. რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ის ასევე ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად განვსაზღვროთ ჩვენი კოლექტიური მიდგომა და ქმედებები“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
კომენტარები