პუტინის შემთხვევაში დავრწმუნდით, რომ სანქციები პუტინთან მიმართებაში არ მუშაობს. სანქციები მას ვერ შეაჩერებენ – შეიძლება შეანელონ მისი ქმედებები, მაგრამ ვერ შეაჩერებენ, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ტარას ბერეზოვეცმა გადაცემა „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თუ ვლაპარკობთ სანქციებზე „ჯოჯოხეთიდან“, როგორც ამას ამერიკელები უწოდებენ, ეს არის რუსეთის გათიშვა საერთაშორისო სისტემა SWIFT-დან, ასევე რუსეთიდან გაზისა და ნავთობის შესყიდვის შეწყვეტა, პუტინისა და მისი გარემოცვის აქტივების დაყადაღება. მათ მილიარდობით დოლარი აქვთ რუსეთის საზღვრებს გარეთ – ეს ყველაფერი უნდა დაყადაღდეს. ასევე, რუსეთს უნდა აეკრძალოს წვდომა დასავლურ ტექნოლოგიებზე. ამის გარეშე მათ არაფერი არ შეუძლიათ. პუტინის რეჟიმი უნდა გახდეს ჩრდილოეთ კორეა და მოხდეს მათი სრული იზოლაცია. ეს ძალიან ცუდია რუსეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ მათ ეს ფასი უნდა გადაიხადონ“, – განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
