სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე. “გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას უმრავლესობის ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა.
“იცით, ახლა რა სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ?! მორალში ხართ გადანგრეული – ხართ წაგებული რუსების მხარეს!
“პოზიცია, რაც “ქართულ ოცნებას“ მისი პრემიერმინისტრის სახით უჭირავს, ძალიან საშიშია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ბრძოლას რუსეთი არ იგებს. როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი ბრძოლას აგებს და ასეთ დროს ჩვენ ვიძახით, რომ სანქციები არ მუშაობს, უკრაინა მარტოა და ასე შემდეგ, გამოდის, რომ არასწორ მხარეს ვგულშემატკივრობთ. არასწორ მხარეს გულშემატკივრობა ძალიან საშიშია. დააფიქსირეთ ვის გულშემატკივრობთ!“ – მიმართა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს.
“ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხვიჩიას განცხადებას სოზარ სუბარმა უპასუხა.
“იუნკერების საფლავი შენთვის რომ რამეს ნიშნავდეს, მხარს არ დაუჭერდი. სწორედ შენი პრეზიდენტი იყო რომ ხოხავდა. ამიტომაც არის იქ გამოკეტილი“, – განაცხადა სუბარმა იაგო ხვიჩიას პასუხად.
კამათის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომ როცა უკრაინის ომზე საუბარს, ასეთი დისკუსია არ შეშვენის.
