”აუდიტორია 115”-ის სტუდენტებმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს.
სტუდენტები მე-6 კორპუსში იმყოფებიან და არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულება, რაშიც თვითმმართველობის გაუქმება და უნივერსიტეტში სხვა რეფორმების განხორციელება იგულისხმება.
”ვიმყოფებით მე-6 კორპუსში. ავჭედეთ ორივე კარი და შენობა პიკეტირებულია. აქაურობას არ დავტოვებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება”, – განაცხადა ჯავახიძემ.
ხვალ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი.
კომენტარები