ჩვენი ხელისუფლების ყველა შტოს მიერ არის გაცხადებული, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ეს ცალსახაა და ერთი საკითხია, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.
„რაც შეეხება, სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც არის რუსულ მხარესთან, ეს ურთიერთობები არსებობს ამ ეტაპზე და ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების, ჩვენი მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს და შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები