დღეს რუსეთის ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს დახმარების ისეთი დიდი შესაძლებლობები, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს , – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.
„საქართველო ყველაფერს აკეთებს. პრემიერის დავალებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებულები. სულ რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში. დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რუსეთის ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს დახმარების ისეთი დიდი შესაძლებლობები, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. ჩვენ მხარდაჭერის კუთხით ყველაფერი გავაკეთეთ, ასევე გაეროში და ძალიან ბევრი მიმართულებით მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ მათ. სამწუხაროდ, ელჩი აქედან გაიწვიეს და ბელარუსში დატოვეს. ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის. ამ დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა გომელაურმა.
