2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა, რომელიც 2008 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერას ეხებოდა რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
„სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს. დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. ის რეზოლუცია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას.
თქვენ იცით, რა წერია ამ რეზოლუციაში. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა! დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან”, – განაცხადა კახა კალაძემ.