თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ განლაგდებიან.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. ამერიკელ სამხედროებთან სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა:
როდესაც იქ [უკრაინაში] იქნებით, თქვენ დაინახავთ ქალებს, ახალგაზრდებს, რომლებიც წყეული ტანკის წინ დგანან და ამბობენ: „აქედან არსად წავალ“.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაგზავნით აშშ-ის ჯარს უკრაინაში და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტელეკომპანია Fox News-ს.
კომენტარები