უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი, რადგან უკრაინელი ხალხი სხვა პირობებს არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, საუბარი უნდა იყოს სერიოზული, უკრაინის სუვერენიტეტი გარანტირებულია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი.
“ანუ პირობები უნდა იყოს სამართლიანი და სხვას უკრაინელი ხალხი არ მიიღებს.
რუსული ქმედებების შეკავებით, ჩვენი ქვეყნის დამცველებს რუსეთის ხელმძღვანელობა უბრალო და ლოგიკურ აზრამდე მიჰყავს, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ვისაუბროთ გააზრებულად. სასწრაფოდ. პატიოსნად. შედეგისთვის და არა დროის დასაკარგად. 16 ათასი რუსი სამხედრო უკვე დაიღუპა, რისთვის? ეს ვის რას აძლევს?
თქვენ კარგად იცით, თუ როგორი ძლიერი სახელმწიფო პროპაგანდისტული სისტემა ააშენა რუსეთმა. მსოფლიოში ალბათ არავის არასდროს დაუხარჯავს ასეთი თანხები ტყუილში, მაგრამ მათ ერთი რამ არ გაითვალისწინეს. იქ, სადაც „ტყუილის გზა ფულით უნდა გაიხსნას“, შედეგი გარანტირებული არ არის. სიმართლის გზაა რთული, სიმართლის გზა თავისთავად იხსნება. მთავარია, იყო გულწრფელი,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.