ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ყველა აუცილებელი საჭიროებით უზრუნველყოფს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. უკრაინის პირველმა პირმა პოლონელ კოლეგას ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები