ჩვენმა ხელისუფლებამ რუსოფობიულ ისტერიკას უკრაინელი ხალხის ქმედითი დახმარება არჩია, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მათი საქმე ამტკიცებს ყველაფერს. პრემიერ-მინისტრმაც, დედაქალაქის მერმაც, საგარეო უწყებამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ მძიმე, ტრაგიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ეს კამათსა და განხილვას არ ექვემდებარება. ამაზე ფაქტები მეტყველებს. ნებისმიერ საერთაშორისო გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა საქართველო“, – განაცხადა პოეტმა.
კომენტარები