რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს ესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
თურქული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ის მოლაპარაკებებს ესწრება, თუმცა დელეგაციის წევრების მაგიდასთან არ ზის.
აბრამოვიჩის მოლაპარაკებებზე ყოფნა იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯერ კიდევ გარკვეული დონით ჩართულია შუამავლობის ძალისხმევაში.
სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლოა გზა გაუხსნას უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შეხვედრას.
კომენტარები