შალვა პაპუაშვილი ბუჩაში გადაღებულ ფოტოებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„შოკირებული ვარ საშინელი მხეცობითბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში. გამახსენდა სასტიკი დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში, 1990-იან წლების დასაწყისში და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – წერს პაპუაშვილი.
Shocked by horrible atrocities in #Bucha and other places of #Ukraine. Reminded me of brutal crimes against peaceful civilians in Abkhazia in the early 1990s and Tskhinvali region in 2008. It must end, perpetrators must be brought to justice.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 3, 2022
კომენტარები
