რუსეთის პრესპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ნებისმიერი ბრალდება რუსი სამხედროების მიმართ, მათ შორის ბუჩაში შექმნილი ვითარება დადგმული შოუა. მისი თქმით, რუსეთი “დაჟინებით მოითხოვს” რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ.
პესკოვმა დასძინა, რომ ბუჩის კადრები არის “კარგად მართული ტრაგიკული შოუ”.
“მოვლენების მთელი მიმდინარეობა, უზარმაზარი მონაცემები, ფაქტობრივი მტკიცებულებები მიუთითებს გაყალბებაზე. ცდილობდნენ რუსული არმიის შეურაცხყოფას”.- ამბობს პესკოვი.
კრემლის სპიკერმა უშიშროების საბჭოს წევრებსა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, თავი დააღწიონ სიტუაციის ემოციურ აღქმას.
“მონაცემები იყო წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა თვალი და ყურები დახუჭა და არაფრის მოსმენა არ უნდა”.- თქვა მან.
კომენტარები