საინტერესო შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰანხაჩატურიანთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
საქართველო მზადაა თავისი როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებასადა ნდობაზე თანამშრომლობის განვითარებაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
კომენტარები
