რატომღაც უკრაინას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავისთან – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები. ეს პოზიცია არ იცვლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ იცის, რომ მათი ქმედება ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა.
„რატომღაც უკრაინას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავისთან – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები. ეს პოზიცია არ იცვლება. მათ იციან, რომ ეს ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა, რადგან ესენი ქვეყნის მთავარი კრიმინალები არიან. ამის მიუხედავად, მათი დამოკიდებულება არ იცვლება. ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს შეფასებების გაკეთება, თუმცა, ამაზე ღრმად ვერ შევალთ, რადგან ქვეყანა ომის მდგომარეობაშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.