საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა.
ამასთან, პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა პოეტ მიხა ხელაშვილს, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობდა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო.
კომენტარები
