სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი მარტინ კლუსი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: სლოვაკეთი არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც სამხრეთ ოსეთში იმართება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, როგორც ეს საერთაშორისოდ აღიარებულია“, – წერს მარტინ კლუსი.
ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.
კომენტარები
