“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.
“ჩვენ გვგონია, რომ უკრაინასთან ყველა ამ პრობლემის სათავე, ცრუ ბრალდებების სათავე, ელჩის გაწვევების სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილები.
ესენი არიან, შეგახსენებთ, პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ეს არის ადეიშვილი, რომელიც არის გენერალური პროკურორის მრჩეველი. ეს არის იგივე ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და ნუ, არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის.
ეს არის სამწუხარო რეალობა. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენც: ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებულები, დღეს რომ აქ იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს. რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება.
როდესაც ეს პრობლემები მოგვარდება, ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება, ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტზე”-განაცხადა კობახიძემ.
