აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარე სავაჭრო ცენტრში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 იარაღითაა დაჭრილი – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, სროლას წინ სხვადასხვა ჯგუფის კონფლიქტი უძღოდა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.
დაჭრილთაგან 8-ის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, 6-ის კი – სტაბილური.
კომენტარები