მარიუპოლის დაცვა გრძელდება, – ამ ინფორმაციას ლეგიონი „აზოვი“ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ინფორმაციას ერთვის ვიდეოც.
„მარიუპოლის დაცვა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერს გაცილებით მეტი ძალა ჰყავს. ლეგიონი „აზოვის“ მებრძოლები ახორციელებენ კონტრშეტევას“, – ნათქვამია „ტვიტერის“ შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის დაკავებას რუსეთის სამხედროები უკვე 50 დღეზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ.
კომენტარები
