„კარგი იქნება, თუ ჯეიმს აპატურაის მოასმენინებთ რადიკალური ოპოზიციის ბელადის განცხადებებს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება?! ეს ხომ მცდელობაა, მეტად დაძაბოს სიტუაცია, აამხედროს ქართველი ქართველის წინააღმდეგ, შეიქმნას ჯგუფები „ამისისტები“ და „იმისისტები“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ცვლილებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია კვლავ ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს.
„ჯეიმს აპატურაის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად მოვუწოდებდით, შეეშვას პოზიციის რადიკალიზებას, გზების გადაკეტვას, მათი ამომრჩევლების გამოყენებას პირადი და პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
დღეს ნატო-ს გენერლაური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა: „გვსურს ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. ძალზედ პოლარიზებული გარემოა აქ, საქართველოში და ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“.