აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა.
“პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას,”– წერს ბაიდენი.
მისი თქმით, შტატების და მისი მოკავშირეების ერთობა უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.
კომენტარები