ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მას მტკიცედ მოვუწოდე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასვლა მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან. მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: მხარდაჭერა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის მიმართ. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია“, – დაწერა შარლ მიშელმა Instagram-ის გვერდზე.
კომენტარები