შსს-ს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ზ.ყ. თბილისში დააკავეს.
დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 115 აბი და 7 აბის ნატეხი „მეტადონი“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ზ.ყ.-ს მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები