ევროკავშირის მიერ უკრაინის კონტექსტში შესაძლოა, იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, მიუხედავად იმისა, ჩვენ რას დავწერეთ კითხვარში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არ არის ფინეთი და შვედეთი, რომლის სურვილის გამოთქმაც საკმარისია ნატოში მის მისაღებად.
„ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად, უკრაინის ომის გამო გაჩნდა. ევროკავშირის მიერ უკრაინის კონტექსტში შესაძლოა, იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, მიუხედავად იმისა, ჩვენ რას დავწერეთ კითხვარში. თუ რეალურად მოგვიდგებიან კრიტიკოსი ქვეყნები ევროკავშირიდან, მათ მაინც დარჩებათ არგუმენტი, რომ ჩვენ არ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ ვართ ფინეთი და შვედეთი, რომლის სურვილის გამოთქმაც საკმარისია ნატოში მათ მისაღებად“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
