უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ იცოდა.
„უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ. უფრო მეტიც, პუტინმა წინასწარ გააფრთხილა უნგრეთი, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა. თქვენ ნახეთ მისი პოზიცია“, – განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის ნაწილთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა.
„რატომღაც მიიჩნევდნენ, რომ [უკრაინის] ტერიტორიის საკუთარ წილს წაიღებდნენ. ეს არასდროს მოხდება. ვნახავთ, ამ ქვეყნისთვის რა შედეგები მოჰყვება ამ ომს“, – აღნიშნა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
კომენტარები
