პარიზში, „ვანდომის“ მოედანზე Chanel-ის მაღაზია შეიარაღებულმა მძარცველებმა გაქურდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პარიზის პოლიციაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ძარცვის ამსახველი ვიდეო ავთენტურია.
Chanel-ის მაღაზიას არ გაუმჟღავნებია, რა ღირებულების სამკაულები წაიღეს მძარცველებმა.
კომენტარები
