გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბასი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავსა და ბაბი-იარშიმოკლული უკრაინელი ებრაელების მემორიალს. ის ასევე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
Twitter-ზე გავრცელებული ფოტოს მიხედვით, ბასი უკვე შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს.
კომენტარები
