“ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს” – “აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ შემზარავ პირობებზე, ადგილზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცი საუბრობს.
“აზოვის” პოლკის წევრი, ლეიტენანტი ილია სამოილენკო Sky News-თან ინტერვიუში დიდი რაოდენობით მსხვერპლზე საუბრობს და ამბობს, რომ სამხედროები სათანადო ზრუნვას იმსახურებენ.
“დაშავებული და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა ძალიან მაღალია და სამხედროები იმსახურებენ სათანადო ზრუნვას. არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჩვენ ვიღებთ დიდ მსხვერპლს, განვიცდით დანაკარგებს, ადგილზე მყოფებს აქვთ უკიდურესად შეზღუდული რესურსები და მიაჩნიათ, რომ ყოველი დღე, შეიძლება იყოს უკანასკნელი. ამის შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილს ნიშნავს. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა – ყველაფერს”, – აცხადებს დაზვერვის ოფიცერი ილია სამოლიენკო.
