36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ვოლინსკიმ (სახელწოდებით ვოლინი) ამერიკელ ბიზნესმენ ილონ მასკს მიმართა და მას მოუწოდა, რომ დაეხმაროს “აზოვსტალის” მებრძოლებს მესამე ქვეყანაში ევაკუაციაში.
“ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან ჩამოხვედი, რათა ხალხს ასწავლო შეუძლებელის რწმენა. ჩვენი პლანეტები ახლოს არის, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარე “აზოვსტალიდან” შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში. თუ არა შენ, მაშინ ვინ, მითხარი”, – წერს ვოლინსკი.
ფეისბუქზე მან დაწერა, რომ ტვიტერის ანგარიში მხოლოდ ილონ მასკთან დასაკავშირებლად შექმნა. საზღვაო ქვეითმა ყველას დახმარებისკენ მოუწოდა, რათა ამერიკელ ბიზნესმენს ეს მიმართვა ენახა.
“ამბობენ, რომ მისი ამოცანა იყო კაცობრიობის შთაგონება, შეუძლებელის დაჯერება. მან დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს გადაუჭრელი ამოცანები, რომ ყველაფერი შესაძლებელია! ის არასოდეს ნებდება, როგორც ჩვენ! ჩვენ გვჭირდება ზეადამიანის მხარდაჭერა!” – წერს სამხედრო.
