თბილისის მერიამ, სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე, საკრებულოს გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარუდგინა.
კანდიდატურას თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომაზე განიხილავენ.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ აღნიშნა, რომ გიორგი ბაგრატიონი ისევე ღირსეულად შეასრულებს გამგებლის მოვალეობებს, როგორც ამას აკეთებდა სხვა თანამდებობებზე ყოფნის დროს. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. გიორგი ბაგრატიონი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო, მანამდე კი დასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობდა. საკრებულო სამგორის გამგებლის თანამდებობაზე ბაგრატიონის კანდიდატურას კენჭს 24 მაისს უყრის.
მამუკა ჩოქურს გიორგი ბაგრატიონი შეცვლის
2016/05/20 12:12:53
ნანახია: 3115 ჯერ