საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართულ მიღებაზე მიწვევისთვის მადლობას უხდის.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები იქნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
„მადლობას ვუხდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართული მიღებისთვის. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – წერს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.
Grateful to Klaus and Hilde Schwab for a wonderful dinner tonight. Sincerely hope that great ideas & discussions among world & business leaders will bring positive & tangible change for our peaceful & sustainable future. #WEF22 pic.twitter.com/1vMxKw5ho6
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 23, 2022