რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს.
„დეფიციტის, ფასების ზრდისა და შიმშილობის საფრთხის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რუსმა სამხედროებმა ფიზიკურად დაბლოკეს ჩვენი პორტებიდან 22 მილიონი ტონა უკრაინული საკვების ექსპორტი. მოითხოვეთ რუსეთისგან ბლოკადის შეწყვეტა“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

კომენტარები
