ძალიან ცუდი ვითარებაა, როდესაც მმართველ პარტიას ოპონენტები არ ჰყავს. სამწუხაროდ, ეს ასეა, – ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. რეჟისორმა აღნიშნა, რომ მსოფლიო არქიტექტურა შეიცვალა და არცერთი პოლიტიკური არგუმენტი, იარაღის გარდა, დღეს არ არსებობს, ის უცხოელ დიპლომატები კი, ვინც დღეს საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ამას ვერ ხედავენ.
ამასთან, ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ ეს დიპლომატები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ვერ შეაჩერებენ.
„იმიტომ რომ 500 დეპუტატი იქ. ისინი პარტიული დავალებებით მოქმედებენ, იქ ინდივიდუალური არაფერია. [ევროპარლამენტარი ანა] ფოტიგა შეიძლება ძალიან გაგიჟებული იყოს, მაგრამ რასაც მისი პარტია თუ ფრაქცია ეტყვის, იმას გააკეთებს. დაუკვირდით, ერთი და იგივე ხალხია. არაფერს წარმოადგენენ. დარწმუნებული ვარ, მათ საკუთარი ამომრჩევლები არ იცნობენ“, – განაცხადა რეჟისორმა.