საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა ქნესეთის თავმჯდომარესთან. ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საკანონმდებლო ორგანოების როლს სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში.
„დღეს ისრაელის სახელმწიფოში ნაყოფიერი საუბარი მქონდა ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან. შეხვედრისას ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოს. საკანონმდებლო ორგანოს უმთავრესი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აკისრია სახელმწიფოს ფუნქციონირების შენარჩუნებისა და მუდმივი გაუმჯობესების საქმეში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Productive talks w/🇮🇱@KnessetT's Speaker @MKMickeyLevy. During the meeting we highlighted the existing co-op framework between the Parliaments of our countries. Role of legislative bodies is principal & utmost in order to sustain & constantly improve functioning of a state. pic.twitter.com/G2eWo9kVvv
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 30, 2022