ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციას ტოვებენ. დეპუტატ ნონა ქოზაშვილს დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა ოპოზიციის სხვა წევრები აცხადებენ, რომ ქოზაშვილი პარტიიდან აზრთა სხვადასხვაობის გამო წავიდა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისი ადგილმონაცვლის საკითხი განიხილეს. ქოზაშვილს მარიამ დალალაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით ბალიაშვილის ოჯახის წევრია.
კომენტარები