საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს, საქართველო და იტალია საერთო ევროპული ღირებულებებით ამაყობენ.
„იტალიელ ხალხს ვულოცავ რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავს. ჩვენი ქვეყნები ამაყობენ იმ საერთო ევროპული ღირებულებებით, როგორიცაა, თავისუფლება, დემოკრატია და ეფექტური კულტურული კავშირები. დიდი მოლოდინით ვუყურებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები