ოკუპანტები სევეროდონეცკზე სარაკეტო იერიშებს ინტენსიურად აგრძელებენ.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
აღინიშნება, რომ იერიში სხვადასხვა ტიპის ნაღმტყორცნებითა და საარტილერიო სისტემებით მიმდინარეობს.
დასახლებულ პუნქტებში მეტელკინოში, ბოროვსკოეში, უსტინოვკაში, და ტოშკივკაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კომენტარები
