“ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი ანა მიქაძე ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.
“ამ ამბავში ვინმემ პოლიცია არ დაადანაშაულოს დღეს ეთერებში, თორემ დეტალებში მოვყვები როგორი პროვოკაცია მოაწყოო ამ ორმა ახლაგაზრდამ. დამტვრეულია პატრულის სამი მანქანა… აგინებენ სასწრაფოს ექიმებს…. არ ვიცი რა აქვს დალეული და რისი ზემოქმედების ქვეშ არიან..
მსგავი არაფერი მინახავს 4 საათია პატრული არ იძვრის ადგილიდან და ექიმებთან ერთად ცდილობენ ამ ყმაწვილების დაშოშმინებას..
ცხოვრებაში პირველად ვნახე რას ნინშნავს პროვოკაცია.. ბიჭები ელგებეტედან არიან…ვიცავდი კბილებიტ … საზოგადოების რისხვისგან.. ხალხი ძლივს იკავებდა თავს..
მეც მომდგნენ.. ცალკე ხალხი და მერე ეს ჩემს მიერ დაცული ელგებეტე ბიჭები.. პასუხი არ მაქვს..”, – წერს ინტერნეტმომხმარებელი.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ასევე, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 125-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცემას გულისხმობს.