საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას განცხადებას პასუხობს. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს.
„ჩვენი ოპოზიციის სწორედ ასეთ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების ჩასაშლელად. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არის საქართველოს ევროპული მომავლის დისკრედიტაციისკენ მიმართული ნაბიჯი. ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება თუ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არის შეტევა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
ელენე ხოშტარია, ცხრა მოსამართლის დასანქცირებას ითხოვს. მათ შორის არიან მოსამართლეები ჩინჩალაძე, მურუსიძე და ჩხიკვაძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ამ მოსამართლეთა მიერ გამოტანილ განაჩენებს ეჭვქვეშ აყენებს და სასამართლო სისტემაში მათ გავლენებზე საუბრობს.