დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, – ამის შესახებ მან ვაშინგტონში, „მარშალის ფონდის“ ღონისძიებაზე ისაუბრა.
მისი მტკიცებით, რუსები „ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემასა და ქართულ კომპანიებს, დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
„თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, – ამბობს არახამია.
მან ვაშინგტონს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
კომენტარები