ცენტრალურ უკრაინაში, დნიპროპეტროვსკისრეგიონში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, საწვავის ავზი აფეთქდა. ერთი მაშველი გარდაიცვალა, ორი კი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ნოვომოსკოვსკის დასახლებაში საწვავის ავზი აფეთქდა. მაშველები უკვე 14 საათია ებრძვიან მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს“, – წერსTelegram-ზე დნიპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მედიის ცნობით, მტრის თავდასხმის შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა.
კომენტარები