პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გელა აფრასიძესა და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს.
„ჩვენს საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძესა და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას!“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
„მონპელიე“, სადაც ქართველი მორაგბეები: გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი თამაშობენ, საფრანგეთის ჩემპიონი პირველად გახდა. TOP 14-ის ფინალში, „სტად დე ფრანსზე“ „მონპელიემ“ „კასტრი“ 29:10 დაამარცხა.
კომენტარები